1. პირი, რომელიც არ არის მიმწოდებელი, მაგრამ ფლობს ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს სასმელი წყალი.
2. მიმწოდებელსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის სასმელი წყლის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, სასმელი წყლის საფასურის გაძვირება.
3. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ქსელის სათანადოდ მოწყობის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის წყალგაყვანილობისა და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს მიმწოდებელის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი (ასეთი მრიცხველის არსებობის შემთხვევაში).
4. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, როდესაც მათ მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა წარმოებს ინდივიდუალური მრიცხველების შესაბამისად, და მომხმარებლების მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს იხდის ამ საანგარიშსწორებო მრიცხველის მიხედვით.
5. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ სასმელი წყლის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური სასმელი წყლის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს;
გ) მომხმარებელთა შორის დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;
დ) მრიცხველის არსებობის შემთხვევაში:
დ.ა) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული სასმელი წყლის პროპორციულად;
დ.ბ) მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებაზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ე) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სასმელი წყლით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებელის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2025
მუხლი 15. მიმწოდებლის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 28. მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობა
- მუხლი 16. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება
- მუხლი 29. მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობა
- მუხლი 28. სისტემის ოპერატორის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება
- მუხლი 24. მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობა (ქვეაბონენტის მიერ დროებითი სარგებლობა)
- მუხლი 25. სისტემის ოპერატორის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
- მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 11. სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 12. დავის განხილვა
- მუხლი 13. წყალმომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 14. სასმელი წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
- მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია
- მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
- მუხლი 18. ახალი მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების წესი
- მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746/muxli-15/