1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) წყალმომარაგების ტარიფის და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;
გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (აღნიშნული ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ მოცემული აბონენტისთვის);
დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;
ე) სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტისა და დაწნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) და ამ წესებით გათვალისწინებული ჟურნალის სხვა ჩანაწერები;
ვ) წყალსატევებში წყალარინების ქსელიდან ჩამდინარე სითხის გამწმენდი სამუშაოებისა და გაწმენდილი სითხის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკურ რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.
2. სასმელი წყლის მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
3. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები, ასევე, ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2025
მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 11. სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 12. დავის განხილვა
- მუხლი 13. წყალმომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 14. სასმელი წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
- მუხლი 15. მიმწოდებლის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება
- მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
- მუხლი 18. ახალი მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების წესი
- მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი
- მუხლი 21. სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746/muxli-16/