1. წყალმომარაგებისას მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და მისი შესაბამისი სტანდარტის სასმელი წყლის მიწოდება და წყალარინება. ამ მიზნით იგი ვალდებულია:
ა) მუდმივად აკონტროლოს სასმელი და ჩამდინარე წყლის ხარისხი და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებთან და სტანდართებთან;
ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებსა თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარიული პირობების დაცვა;
გ) დაიცვას სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტები და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება;
დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასმელი წყლის წყალმომარაგების წყაროებზე განსაზღვროს სანიტარიული დამცავი ტერიტორიები (სანიტარიული დაცვის ზონა) და არ დაუშვას ამ ტერიტორიების ფარგლებში ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება;
ე) სასმელი წყლის წყალმომარაგების სანიტარიულ დამცავ ტერიტორიებსა (სანიტარიული დაცვის ზონა) და ობიექტებზე დროულად აღკვეთოს დაბინძურება და შესაძლოდ მოკლე ვადაში გაასუფთაოს დაბინძურებული ტერიტორია დაბინძურების წყაროებისაგან;
ვ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის დაბინძურების ან დაბინძურების საშიშროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება.
2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ვალდებულებისა,მიმწოდებელი ასევე პასუხისმგებელია ჩამდინარე სითხის წყალარინებისას ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირებასა და წყალსატევში ჩამდინარე სითხის გაწმენდაზე, ხოლო გარემოს დაბინძურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ (შესაძლოდ მოკლე ვადაში) გაწმინდოს და მიიღოს შესაბამისი სანიტარიული ზომები
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2025
მუხლი 21. სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. მიმწოდებლის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგება
- მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია
- მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
- მუხლი 18. ახალი მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების წესი
- მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი
- მუხლი 22. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი
- მუხლი 23. წყალარინება
- მუხლი 24. წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები
- მუხლი 25. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
- მუხლი 26. ანგარიშგება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746/muxli-21/