1. მიმწოდებელი ვალდებულია გამართულ მდგომარეობაში იქონიოს და საჭიროებისამებრ განავითაროს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი.
2. გამართულ მდგომარეობაში იქონიოს ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები).
3. მიმწოდებლის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენის პერიოდული შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით, რაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც დასტურდება შემოწმებაში მონაწილე პირების ხელმოწერებით.
4. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი და მისი შემადგენელი ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის დანადგარების არამიზნობრივი გამოყენება დაუშვებელია შესაბამის ორგანოებთან წინასწარ შეთანხმების გარეშე. ხანძარსაწინააღმდეგო ქსელი, მოწყობილობები და სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) დაცული უნდა იყოს არამიზნობრივი გამოყენებისაგან.
5. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენებისათვის ერთი განშტოების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა მოეწყოს შემომვლელი ხაზი, ხოლო პირდაპირ ხაზზე – ურდული ბრჯენით, რომელიც შესაძლებელია გაიხსნას მხოლოდ ხანძრის შემთხვევაში. მისი კვეთი და გამტარუნარიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ხანძრის ჩასაქრობად საჭირო წყლის ხარჯს. ხანძრის ჩასაქრობად დახარჯული წყალი დაერიცხება აბონენტს, ხოლო დამღის ახსნა უნდა ეცნობოს მიმწოდებელს.
6. თუ შენობა (ობიექტი) აღჭურვილია გაერთიანებული ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემით, მაშინ შემყვანზე, რომელზეც დამონტაჟებულია წყალმზომი, აუცილებლად უნდა მოეწყოს წყალმზომის შემომვლელი ხაზი, დაკეტილი დამღადადებული ურდულით
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2025
მუხლი 22. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია
- მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
- მუხლი 18. ახალი მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების წესი
- მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი
- მუხლი 21. სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას
- მუხლი 23. წყალარინება
- მუხლი 24. წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები
- მუხლი 25. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
- მუხლი 26. ანგარიშგება
- მუხლი 27. გარდამავალი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746/muxli-22/