1. მიმწოდებელი ვალდებულია განცალკე
ვებულად აღრიცხოს:
ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებით მიღებული შემოსავალი;
ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (მოთხოვნილი დაწნევის) მიხედვით და ჯამურად;
გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გაზრდილი სასმელი წყლის მოცულობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.
2. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 აპრილამდე ფინანსურ ანგარიშთან ერთად წარადგინოს კომისიაში ამ მუხლით მოთხოვნილი განცალკევებული ფინანსური და ტექნიკური ანგარიში, რაც დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული დასკვნით. ასევე ყოველკვარტალურად კომისიას მიაწოდოს ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
3. მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას წყალმომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად)
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2025
მუხლი 26. ანგარიშგება
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი
- მუხლი 21. სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას
- მუხლი 22. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი
- მუხლი 23. წყალარინება
- მუხლი 24. წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები
- მუხლი 25. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
- მუხლი 27. გარდამავალი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746/muxli-26/