1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქის და დასახლებული ადგილების ტერიტორიაზე ჩამდინარე სითხის წყალარინების ქსელის მეშვეობით გატარება, ხოლო სამრეწველო-ტექნიკური წყლების წყალარინების საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს წყლის მიმწოდებლებთან შეთანხმებით.
2. მიმწოდებელი ახორციელებს წყალარინების ქსელის მოვლა-პატრონობას მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიამდე (ნაგებობამდე), წყალარინების ქსელზე მიერთებული ყველა სხვა განშტოების და შენობის შიდა გაყვანილობის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი, ვის მფლობელობაშიც იმყოფება ეს ტერიტორია.
3. მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო მდგომარეობაში იქონიოს წყალარინების ქსელი და მისი შემადგენელი ელემენტები, მათ შორის,გამწმენდი ნაგებობები.
4. საწარმოო წყლების ჩაშვება წყალარინების სისტემაში დაიშვება მხოლოდ მისი დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობისა და საჭიროების შემთხვევაში ამ ნორმამდე გაწმენდისა და მიმწოდებელთან წინასწარ წერილობით შეთანხმების შემდეგ, რომლის გაცემისას მხედველობაში მიიღება წყალარინების ქსელის და გამწმენდი ნაგებობების დატვირთვა და, აგრეთვე, ჩასაშვები წყლების რაოდენობა. შეთანხმება და მასთან დაკავშირებული საბუთები უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.
5. მიმწოდებელი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს ჭების სახურავების მდგომარეობა. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და აღმოფხრას დაზიანება, ხოლო ასეთი მოქმედების შეუძლებლობის შემთხვევაში დააყენოს სათანადო გამაფრთხილებელი ნიშანი და შესაძლოდ მოკლე ვადაში გამოასწოროს მდგომარეობა.
6. მომხმარებელს, მის მფლობელობაში არსებული ჭის ღიად დატოვების შემთხვევაში, ან ჭების სახურავიდან ნარეცხი ან სხვა სამეურნეო წყლების ჩაშვების შემთხვევაში, შეუწყდება სასმელი წყლის მიწოდება სათანადო გაფრთხილების შემდეგ.
7. წყალარინების ქსელის ჭები ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დათვალიერებისათვის, თავისუფალი უნდა იყოს მიწის, თოვლის და სამშენებლო ნაგვისაგან.
8. უნებართვოდ ჭების სახურავების ახდა ან/და ჭაში ჩასვლა აკრძალულია და ისჯება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2025
მუხლი 24. წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები
მთავარი მონაცემები
- სასჯელი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 73. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, წყლით და წყალარინებით უზრუნველყოფის რეგულირება
- მუხლი 163. მუნიციპალიტეტის მიერ სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინებით მომსახურების უზრუნველყოფის უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები1. მუნიციპალიტეტი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გ
- მუხლი 67. თბილისის ტერიტორიაზე არსებული წყალარინების ინფრასტრუქტურის რუკა
- მუხლი 149. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. ახალი მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების წესი
- მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი
- მუხლი 21. სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას
- მუხლი 22. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი
- მუხლი 23. წყალარინება
- მუხლი 25. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
- მუხლი 26. ანგარიშგება
- მუხლი 27. გარდამავალი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746/muxli-24/