1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს წყალარინება, წყალარინების ქსელისა და
მისი შემადგენელი კოლექტორების მეშვეობით. მომხმარებელთან მიმართებაში წყალარინების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
2. წყალარინების განცალკევებული სისტემის არსებობისას მომხმარებელი ვალდებულია არ დაუშვას მის მფლობელობაში არსებული ტერიტორიიდან ატმოსფერული წყლების წყალარინების სისტემაში ჩაღვრა და წყალარინების სისტემიდან ჩამდინარე სითხის სანიაღვრე სისტემაში ჩაღვრა. ატმოსფერული ნალექები თვითდინებით უნდა მიემართებოდეს ქუჩისკენ ან სპეციალურად მოწყობილი წვიმმიმღებისკენ.
3. ჩამდინარე სითხის ჩაშვება წყალარინების ქსელში შესაძლებელია მხოლოდ სანიტარიული ნორმების გათვალისწინებით.
4. იქ, სადაც მოწყობილია წყალარინების გაერთიანებული სისტემა და ნებადართულია სახლისა და ეზოს ქსელში თოვლისა და წვიმის წყლების ჩაშვება, ეზოებში უნდა მოეწყოს წვიმმიმღები ჭები ცხაურებით.
5. წყალარინების ქსელში და მასთან შეერთებულ ჩამდინარე წყლების მიმღებ ნაგებობებში აკრძალულია მყარი ნარჩენების, 60 გრადუსზე მეტი ტემპერატურის მქონე ჩამდინარე წყლების, აგრეთვე, მჟავე და ტუტოვანი წყლების და ისეთი ქიმიური მინარევების ჩაშვება, რომლებსაც შეუძლიათ წარმოქმნან ფეთქებადი ნივთიერებები და მწყობრიდან გამოიყვანონ წყალარინების ქსელები და ნაგებობები
სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.11.2025
მუხლი 23. წყალარინება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 17. სანიაღვრე წყალარინება
- მუხლი 73. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, წყლით და წყალარინებით უზრუნველყოფის რეგულირება
- მუხლი 163. მუნიციპალიტეტის მიერ სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინებით მომსახურების უზრუნველყოფის უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები1. მუნიციპალიტეტი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
- მუხლი 18. ახალი მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების წესი
- მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 20. მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენის ხარჯი
- მუხლი 21. სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას
- მუხლი 22. ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენი
- მუხლი 24. წყალარინების სისტემების სარგებლობის წესები
- მუხლი 25. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
- მუხლი 26. ანგარიშგება
- მუხლი 27. გარდამავალი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №32, 26.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80746/muxli-23/