1. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის ან ამ ნაწილზე მოხმარების მიზნობრიობის შეცვლის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება სისტემის ოპერატორის მიერ ამ აბონენტის ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის გაზგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი. ამასთან, სისტემის ოპერატორის მიერ დაცული უნდა იყოს მომხმარებლის მომსახურებისა და ინფორმირების პირობა, მათ შორის გაზმომარაგების დაწყებისთვის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ.

2. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ბუნებრივი გაზის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ბუნებრივი გაზის ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ბუნებრივი გაზის ქსელის სხვადასხვა აბონენტებზე განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს იხდის  ამ საანგარიშსწორებო მრიცხველის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად მიმწოდებელი ან/და სისტემის ოპერატორი წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულნი არიან:

ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიონ მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოონ ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად საფასური დაარიცხონ ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაბამისად;

გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილონ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის პროპორციულად;

დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლონ საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;

ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ მონაცემების კორექტირება მომხმარებლების  საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის მიწოდებას შეწყვეტს საანაგარიშსწორებო მრიცხველზე (შეწყვეტის შესახებ წინასწარი ინფორმირების შემდეგ), თუ სისტემის ოპერატორის მიერ ვერ ხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტა.

3. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი დამოუკიდებელი სუბიექტი (პირი), რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, აღნიშნულ პირებთან დადებული მატერიალური ან ელექტრონული ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე, დაარეგისტრიროს ისინი აბონენტად. ინდივიდუალურ აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ, მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის გაანგარიშება განხორციელდება საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია:

ა) დროულად წარადგინოს კომისიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;

ბ) თითოეული პირი აიყვანოს ინდივიდუალურ აბონენტად და მომსახურება განახორციელოს წესებითა და მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზ