1. მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად (გარდა წესების 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით და  წესებით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა შემთხვევისა), ამ მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მოცულობის  კორექტორი, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ბუნებრივი გაზის დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

2. საჭიროების შემთხვევაში სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, ხოლო წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის ბუნებრივი გაზის მრიცხველი ან/და კორექტორი). ასევე, სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო.

3. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. ბუნებრივი გაზის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.

5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე სისტემის ოპერატორს შეეძლოს, წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მოაწყოს, წესებით განსაზღვრული, მრავალფუნქციური ელექტრონული  აღრიცხვის სისტემა (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველი).

6. მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად სისტემის ოპერატორის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.

7. ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), თუ ტექნიკური რეგლამენტით  სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.

8. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის დასაყენებლად და გაზგაყვანილობის გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ სისტემის ოპერატორის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და გაზგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება, შემოწმება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.

9. სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის და, მომხმარებლის  სახელი და გვარი, ამასთან:

ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი თავისი ხარჯით, გარდა ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) აღრიცხვის კვანძის ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და მოწყობილობების დაზიანების შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;

გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ბუნებრივი გაზის დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე. (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევებზე).

10. თუ მომხმარებელს სისტემის ოპერატორისაგან ბუნებრივი გაზი მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი გაზმარეგულირებელი ნაგებობის საშუალებით, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ გაზსადენზ