1. წესების მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების ან 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან/და საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში), სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან/და სიცოცხლის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. აღნიშნული პუნქტის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მომხმარებელმა, ან მომხმარებლის ობიექტით მოსარგებლე პირმა, ორგანიზაციამ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ან სხვა პირმა ვისთვისაც ცნობილია აღნიშნული გარემოება უნდა შეატყობინოს სისტემის ოპერატორს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ მომხმარებლისთვის შეუტყობინებლობის შედეგად ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორის მიერ, მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, მის მიერ უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელიც ელექტრონულად უნდა გაეგზავნოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს, ხოლო ამ აქტის მიმწოდებლისთვის ან მომხმარებლისთვის ელექტრონულად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში – აქტი უნდა გაიგზავნოს დაზღვეული წერილით.
3. უკანონო მოხმარებისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული ბუნებრივი გაზის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში, არამედ წესების 30-ე მუხლის პირობების შესაბამისა