2. საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენი წინადადებები მოიცავს/ეხება:

ა) ელექტროენერგიის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან/და ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად შემუშავებულ მატერიალურ ან/და არამატერიალურ ღონისძიებებს;

ბ) მოწყვლად მომხმარებლებს;

გ) შესაბამისი ღონისძიებების ხანგრძლივობას/მოქმედების ვადას;

დ) მხარდაჭერის ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების ოდენობას.

3. ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით ხელშეწყობის ღონისძიებების დამატებით განსაზღვრის ვალდებულება არ წამოიშობა იმ შემთხვევაში, თუ „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია“ ითვალისწინებს ენერგომატარებლების ტარიფთან დაკავშირებულ, მაკორექტირებელ კომპონენტ