1. ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შემუშავებული ხელშეწყობის ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან.
2. ხელშეწყობის ღონისძიებებზე გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, უზრუნველყოფს საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის საბიუჯეტო ასიგნებებში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოწყვლადი მომხმარებლისა და მისი ხელშეწყობის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით განსახორციელებელი
ღონისძიებების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2021.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 16/11/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება