1. ამ დადგენილების საფუძველზე დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე კომუნალურ გადასახადებთან მიმართებით დაწესებულ შეღავათებზე.
2. სამუშო ჯგუფი უფლებამოსილია, იმსჯელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული შეღავათებისა და ღონისძიებების ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესში ინტეგრირების თაობაზე და მომართოს საქართველოს მთავრობას სათანადო წინადადებ(ებ)ით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოწყვლადი მომხმარებლისა და მისი ხელშეწყობის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით განსახორციელებელი
ღონისძიებების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2021.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 16/11/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება