1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში ელექტროენერგიის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან/და ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად გასათვალისწინებელ პროგრამებს/ღონისძიებებს/შეღავათებს (შემდგომში − ხელშეწყობის ღონისძიებები) და ამ ხელშეწყობის ღონისძიებებით მოსარგებლე მოწყვლად მომხმარებლებს (შემდგომში − მოწყვლადი მომხმარებლები) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ამ დადგენილების საფუძველზე შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წინადადებების საფუძველზე.
2. ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სამუშაო ჯგუფი დამატებით განიხილავს და შეიმუშავებს იმ მოწყვლადი მომხმარებლების იდენტიფიცირებისა და ხელშეწყობის ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება, აღმოჩნდნენ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომსახურების არეალის გარეთ.
3. ხელშეწყობის ღონისძიებებისა და მოწყვლადი მომხმარებლების განსაზღვრის მიზნით, იქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში − სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილე − სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ან მოადგილე − სამუშაო ჯგუფის წევრი.
4. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელს;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.
6. სამუშაო ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
7. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს სამუშაო ჯგუფის მუშაობას, უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები.
8. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სამუშაო ჯგუფის წევრთა ნახევარზე მეტი.
9. სამუშაო ჯგუფის სხდომა შესაძლებელია, ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში.
10. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, სხდომებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები/ექსპერტები.
11. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სამუშაო ჯგუფის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.
12. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება და ფორმდება სხდომის ოქმით.
13. ელექტრონულ ფორმატში სხდომის ჩატარების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სამუშაო ჯგუფის წევრთა მიერ გაგზავნილი თანხმობის წერილის საფუძველზე.
14. სამუშაო ჯგუფის ორგანიზაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
15. სამუშაო ჯგუფი იკრიბება ტარიფის ზრდის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
16. სამუშო ჯგუფი ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ხელშეწყობის ღონისძიებებისა და მოწყვლადი ჯგუფების განსაზღვრის შესახებ წინადადებებს საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ტარიფის ზრდის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაშ