1. რისკების შეფასება უნდა ეფუძნებოდეს არსებული საფრთხეების პერმანენტულ შეფასებას და მიმართული უნდა იყოს საფრთხეებისა და მოწყვლადობის განსაზღვრაზე, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების მიზნებზე. საფრთხედ განისაზღვრება ნებისმიერი მოვლენა, რომელიც შემთხვევით ან განზრახ რისკის ქვეშ აყენებს უსაფრთხოების სისტემას.
2. მოწყვლადობა არის უსაფრთხოების კონტროლის სისუსტე ან არარსებობა, რაც ხელს შეუწყობს ან საშუალებას მისცემს კონკრეტული აქტივის ან მიზნის წინააღმდეგ საფრთხეების გააქტიურებას. მოწყვლადობა შეიძლება იყოს დაუდევრობის, უმოქმედობის ან კონტროლის საშუალებების სისრულისა და თანმიმდევრობის ნაკლებობის შედეგი. მოწყვლადობა თავისი ხასიათით შეიძლება იყოს ტექნიკური, პროცედურული ან საოპერაცი