1. უსაფრთხოების აკრედიტაციის პროცესი განსაზღვრავს სსიტის უსაფრთხოების ზომების იმ ფარგლებს, რომელმაც უნდა დაიცვას ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოება ისევე, როგორც თავად საკომუნიკაციო სისტემები და საინფორმაციო ტექნოლოგიები უსაფრთხოების მოთხოვნების შექმნის პროცესში.
2. უსაფრთხოების აკრედიტაციით უნდა განისაზღვროს უსაფრთხოების სათანადო დონის მიღწევისა და შენარჩუნების პროცესი, რომელშიც ცენტრალური ადგილი ნარჩენი რისკის დონის იდენტიფიცირებას უჭირავს. ნარჩენი რისკი უნდა იყოს მისაღები და მისი მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს სსიტის უსაფრთხოების მთელი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში.
3. უსაფრთხოების აკრედიტაციის პროცესი ხორციელდება ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყველა იმ სსიტისთვის, რომელიც ამუშავებს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას.
4. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დამტკიცებულ და დაცული უნდა იქნეს ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები სავალდებულო უნდა იყოს სსიტის მთელი სიცოცხლის ციკლის მანძილზ