1. ღია ტექსტით (არადაშიფრული, არაკრიპტოგრაფიული) შესაძლებელია შემდეგი შინაარსის ინფორმაციის გადაცემა:

ა) ღია და საჯარო ინფორმაცია ან ნატოს ინფორმაცია, რომელიც სპეციალურად დამტკიცებულია საზოგადოებისათვის გასამჟღავნებლად;

ბ) ნატოს არაკლასიფიცირებული (UNCLASSIFIED (NU)) და არასენსიტიური ინფორმაცია. ინფორმაცია, რომელსაც ინფორმაციის ავტორის მიერ მინიჭებული აქვს დამატებითი ადმინისტრაციული მარკირება (მაგ.:  სამედიცინო) ან ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის მარკირება და რომელიც ავტორის მიერ განსაზღვრული არის როგორც საჯარო და არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ მარკირებას.

2. საჯარო ინფორმაცია ან ნატოს ინფორმაცია, რომელიც სპეციალურად დამტკიცებულია საზოგადოებისათვის გასამჟღავნებლად, შეიძლება განთავსებულ იქნეს საჯაროდ, საინფორმაციო დაფებსა და ვებგვერდებზე და ექვემდებარება ინფორმაციის ავტორის მიერ განსაზღვრული ინფორმაციის მთლიანობის დაცვას და უსაფრთხოების მოთხოვნებსა და წესებ