1. სახელმწიფო დაწესებულება/ორგანო, რომელსაც სამსახურებრივი კომპეტენციიდან გამომდინარე ესაჭიროება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის მიღება, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრულ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის მიმღები სახელმწიფო დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს დაწესებულებაში/ორგანოში უსაფრთხოების ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ჰარმონიულად იქნება გათვალისწინებული ფიზიკური უსაფრთხოების, პერსონალის უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მოთხოვნის „ინფორმაციის გაცნობის საჭიროების“ (need-to-know) პრინციპის დაცვითა და თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს და დაამტკიცოს დაწესებულების/ორგანოს იმ თანამდებობების ჩამონათვალი (შემდგომში – თანამდებობათა ნომენკლატურა), რომელთა სამსახურებრივი საქმიანობა დაკავშირებულია ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებთან და საჭიროებენ დაშვებას ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან (დანართი №1);
გ) წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს თანამდებობათა ნომენკლატურით გათვალისწინებულ პირთა კანდიდატურები ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მისაღებად;
დ) სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების გათვალისწინებით მოახდინოს დაწესებულების/ორგანოს თანამდებობათა ნომენკლატურის განახლება და თავდაცვის სამინისტროში წარდგენა;
ე) განსაზღვროს და დროულად აცნობოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მქონე პირის თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მისი ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გაგრძელების/შეწყვეტის მიზნი