1. ეს წესი განსაზღვრავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) (შემდგომში – ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის კრიტერიუმებსა და პროცედურას.

2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვა მოიცავს ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ და  იურიდიული პირის დაშვებებს.

3. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია არის უშუალოდ ნატოს მიერ დადგენილი და საიდუმლოების შესაბამისი ხარისხით განსაზღვრული ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება ან დაკარგვა ზიანს მიაყენებს ნატოს ინტერესებს.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში –
თავდაცვის სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.

5. ამ წესის მიზნებისთვის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

6. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ და იურიდიული პირის დაშვებებს (სერტიფიკატებს) გასცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – თავდაცვის მინისტრი