1. თავდაცვის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:
ა) პირს უტარდება სათანადო ინსტრუქტაჟი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის წესების შესახებ და განემარტება კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნებისთვის (ან დოკუმენტაციის დაკარგვისთვის), აგრეთვე საიდუმლოების რეჟიმის სხვა დარღვევებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;
ბ) პირი ხელმოწერით ადასტურებს ვალდებულებას ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ (დანართი №3).
2. პროცედურის თანმიმდევრულად გავლის შემდეგ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო შესაბამის პირზე გასცემს თავდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას (სერტიფიკატს) (Personnel Security Clearance Certificate (PSC)), ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (North Atlantic Council (NAC)) მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით.
3. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) დედანი (მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით) აღირიცხება და ინახება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოში, ხოლო ბეჭდით დამოწმებული ასლი გადაიგზავნება დაინტერესებულ დაწესებულებაში/ორგანოშ