1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალურმა რეგისტრებმა უნდა აწარმოონ ყოველი გაცემული:
ა) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) აღრიცხვა, დაშვებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების, დაკავებული თანამდებობების, დაშვების დონის, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მათი ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემის თარიღის, მოქმედების ვადისა და სხვა მონაცემების მითითებით;
ბ) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების აღრიცხვა მათი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების გაცემის თარიღის, მოქმედების ვადისა და სხვა მონაცემების მითითებით.
2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრებმა უნდა აწარმოონ შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს თანამშრომლებზე გაცემული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატების) აღრიცხვა, სადაც მითითებული იქნება: დაშვებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაკავებული თანამდებობა, დაშვების დონე, მათი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და სხვა მონაცემებ