1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებულ პირს, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით, შესაძლებელია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად მიეცეს ერთი დონით მაღალი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი) იმ შემთხვევაში, თუ:

ა) წარდგენილია აღნიშნული პირის ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა შესაბამისი დონის ინფორმაციასთან წვდომის აუცილებლობის შესახებ;

ბ) პირს გააჩნია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მოქმედი ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი);

გ) აღნიშნული პირი არ არის შემჩნეული უსაფრთხოების წესების დარღვევაში.

2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა აწარმოოს გამონაკლისის სახით გაცემული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვებების (სერტიფიკატების) და მათი გაცემის მიზეზის აღრიცხვა.

3. პირისთვის ერთი დონით მაღალ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან  6 თვეზე მეტი ხნით დაშვების საჭიროების შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნეს შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს თანამდებობათა ნომენკლატურაში ცვლილების შეტანის საკითხი, მისთვის შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მინიჭების მიზნი