ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის მიმღები იურიდიული პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა ფიზიკური უსაფრთხოების, პერსონალის უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობითა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნებით;

ბ) ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მოთხოვნის „ინფორმაციის გაცნობის საჭიროების“  (need-to-know) პრინციპის დაცვითა და თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვროს და დაამტკიცოს დაწესებულების/ორგანოს იმ თანამდებობათა ნომენკლატურა, რომელთა სამსახურებრივი საქმიანობა დაკავშირებულია ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებთან და საჭიროებენ დაშვებას ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან (დანართი №1);

გ) წარუდგინოს თავდაცვის მინისტრს თანამდებობათა ნომენკლატურით გათვალისწინებულ პირთა კანდიდატურები ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მისაღებად;

დ) სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების გათვალისწინებით, მოახდინოს დაწესებულების/ორგანოს თანამდებობათა ნომენკლატურის განახლება და თავდაცვის სამინისტროში წარდგენა;

ე) განსაზღვროს და დროულად აცნობოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მქონე პირის თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ, აღნიშნული დაშვების მოქმედების ვადის გაგრძელების/შეწყვეტის მიზნით;

ვ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო ახორციელებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად მიღებული ინდუსტრიული უსაფრთხოების ზომების შეფასებასა და ინსპექტირებას, ხოლო იურიდიული პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს აღნიშნული შეფასებისა და ინსპექტირების შეუფერხებლად ჩატარებას;

ზ) დანიშნოს დაწესებულების/ორგანოს უსაფრთხოების ოფიცერი, რომელსაც შეეძლება პირდაპირ მიმართოს იურიდიული პირის მმართველ საბჭოს, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;

თ)     ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს დაშვების ძალაში დატოვებაზე (მაგ., საკონტროლო პაკეტის გადაცემა, სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის გარდაქმნა, რომელიმე წამყვანი თანამდებობის პირის ან დირექტორის შეცვლა, დაწესებულების/ორგანოს ფაქტობრივი ადგილმდებარეობის შეცვლა, იმ შენობის კონსტრუქციული ცვლილებები, სადაც დაწესებულება/ორგანო მდებარეობს ან უსაფრთხოების პროცედურების ცვლილება