1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მოთხოვნები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით.
2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მისაღებად, შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელმა წერილობითი ფორმით დასაბუთებული მოთხოვნით უნდა მიმართოს თავდაცვის მინისტრს.
3. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების გაცემის გადაწყვეტილების მისაღებად ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო აფასებს:
ა) დასაშვები იურიდიული პირის მიუკერძოებლობასა და სანდოობას;
ბ) დაწესებულების/ორგანოს მფლობელთა, დირექტორთა, წამყვან თანამდებობის პირთა, შემსრულებელ თანამშრომელთა, დასაქმებულთა და სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ან ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველ კონტრაქტთან შეხების მქონე პოზიციაზე დასაქმებულ პირთა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების სტატუსს, რათა დადგინდეს, რომ მათ გააჩნიათ შესაბამისი დონის დაშვება;
გ) უცხოური მფლობელობის, კონტროლისა და გავლენის ასპექტებს (მაგ., კორპორაციული სტრუქტურა), რათა დადგინდეს, რომ ეს ასპექტები შესაბამისად გათვალისწინებული და, საჭიროების შემთხვევაში, შემცირებულია;
დ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავი უსაფრთხოების ზომების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკასთან.
4. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო აწესებს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
ა) იურიდიულ პირს უნდა გააჩნდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება;
ბ) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან შეხების მქონე პერსონალს (ხელმძღვანელებსაც და მათ თანამშრომლებსაც) უნდა გააჩნდეთ შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება.
5. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო შეაფასებს, თუ რამდენად წარმოადგენს საფრთხეს ამავე წესის მე-18 მუხლის „თ“ ქვეპუნქტში ხსენებული გარემოებები ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის, ხოლო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირისათვის დაშვების მინიჭებამდე ან აღნიშნული დაშვების გასაგრძელებლად, გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს აღნიშნული საფრთხის აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად.
6. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო განიხილავს იურიდიული პირის შესახებ განაცხადით წარდგენილ ინფორმაციას და საქართველოს კანონმდებლობითა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მოთხოვნებისა და რისკფაქტორების შეფასებით, განსაზღვრავს მისთვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მინიჭების მიზანშეწონილობას.
7. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო იურიდიული პირის შესახებ დოკუმენტაციას წარუდგენს თავდაცვის მინისტრს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად, განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაშ