1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების განყოფილება.
2. საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის საჭირო კრიპტოგრაფიული ტექნიკური ინფორმაციის კონტროლი;
ბ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო კრიპტოგრაფიული სისტემების, პროდუქციისა და დაცვის მექანიზმების შერჩევა, ფუნქციონირება და შენარჩუნება;
გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად სათანადო რეკომენდაციების გაცემა და მათი შესრულების კონტროლ