1. იურიდიული პირის თანამშრომელთათვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება გაიცემა ამ წესით განსაზღვრული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.
2. სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან შეხების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე თანამშრომლის არსებობის შემთხვევაში, იურიდიულმა პირმა ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს აღნიშნული თანამშრომლის მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით, შესაბამისი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ გაცემული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი