ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირი ვალდებულია:

ა) არ გაამჟღავნოს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა;

ბ) შეასრულოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვაშ