1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მქონე პირის ისეთ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომლისთვისაც მოითხოვება უფრო მაღალი დონის დაშვება, თავდაცვის მინისტრის მიერ გაიცემა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დროებითი ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი) იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პირს გააჩნია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მოქმედი ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი);

ბ) დაწყებულია აღნიშნული პირის შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების პროცედურა;

გ) აღნიშნული პირი არ არის შემჩნეული უსაფრთხოების წესების დარღვევაში.

2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დროებითი ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პირის ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის პერიოდს. თავდაცვის მინისტრს შეუძლია გაახანგრძლივოს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დროებითი ინდივიდუალური დაშვება (სერტიფიკატი) დამატებით 6 თვის ვადით, თუ შემოწმება აღნიშნული პირის შესახებ არ არის დასრულებული და არსებული მონაცემებით არ ვლინდება რაიმე მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მის შესახე