1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მქონე პირებს პერიოდულად უტარდებათ ტრენინგი უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის განმარტების გარდა, ისეთი საფრთხეების შესახებ პერიოდულად შეხსენებას, როგორიცაა: წინდაუხედავი საუბარი არაუფლებამოსილ პირებთან, ურთიერთობა მედიასთან, კავშირი იმ ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველო, ნატო ან მისი წევრი ქვეყნები.

2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირი ვალდებულია, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გასვლის, შეჩერების ან შეწყვეტის შემდეგაც დაიცვას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მისთვის ცნობილი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია და პირადი ხელმოწერით დაადასტუროს აღნიშნული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება (დანართი №3