1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემის ან ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს როგორც კანდიდატის, ასევე მისი მეუღლის, თანამაცხოვრებლების და ახლო ნათესავების შესახებ გამოვლენილი ინფორმაცია ან ისეთი დამახასიათებელი პიროვნული თვისებები და გარემოებები, რომლებიც ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, კერძოდ:
ა) შეგნებულად ან ვინმეს წაქეზებით ჩადენილი აქვთ (ან ჰქონდათ მცდელობა) ჯაშუშობის, ტერორიზმის, საბოტაჟის, სახელმწიფო ღალატის, სამოქალაქო არეულობისა და დაპირისპირების ან ამბოხების მოწყობის ფაქტი, ასევე სხვა პირების წაქეზების მცდელობა მსგავსი დანაშაულის ჩადენაში;
ბ) თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან, ტერორისტულ ან დივერსიულ ორგანიზაციებთან ან მსგავს ქმედებაში ეჭვმიტანილ პირებთან (ოფიციალური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების გარდა);
გ) ყოფილან ისეთი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ძალადობით ან სხვა ანტისახელმწიფოებრივი გზით ცდილობდნენ ქვეყნის მთავრობის დამხობას ან სახელმწიფოებრივი წყობილების შეცვლას;
დ) ჰქონიათ მხარდაჭერა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ორგანიზაციების ან მათი წევრების მხრიდან;
ე) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მიმღებმა კანდიდატმა განზრახ დამალა, დაამახინჯა ან გააყალბა მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაცია „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარის“ (დანართი №2) შევსებისას ან შეგნებულად მოიტყუა გასაუბრების დროს;
ვ) იყო მსჯავრდებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, განიცდის სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს ან გააჩნია დაუსაბუთებელი შემოსავლები და ქონება, ჰქონია ალკოჰოლური მიდრეკილება, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება ან ბოროტად გამოიყენებს ნებადართულ და აკრძალულ მედიკამენტებს;
ზ) ჩადენილი აქვს ისეთი ქმედებები, მათ შორის, სექსუალური ხასიათის, რომელიც შეიძლება გახდეს მასზე ზეწოლის ან შანტაჟის მიზეზი;
თ) ქმედებით ან საუბრით გამოუხატავს არაკეთილსინდისიერება, არასაიმედოობა, არასანდოობა და წინდაუხედაობა;
ი) სისტემატურად არღვევს უსაფრთხოების წესებს ან ჰქონდა ამის მცდელობა, ასევე ჩადის არაუფლებამოსილ ქმედებებს საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების საშუალებით;
კ) ყოფილა დაავადებული სულიერი (მენტალური) ან ემოციური აშლილობით, რომელმაც შეიძლება მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა პიროვნების საიმედოობაზე (სანდოობაზე) ან უნებლიედ აქციოს იგი უსაფრთხოების დაცვისათვის შესაძლო რისკად. ყველა მსგავს შემთხვევაში სავალდებულოა კომპეტენტური სამედიცინო დასკვნის განხილვა;
ლ) განიცდის ზეწოლას ნათესავების ან ახლო გარემოცვის მხრიდან, რომლებიც მოქცეულნი არიან უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების, ტერორისტული ჯგუფების ან სხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ჩართული ორგანიზაციების ან პიროვნებების გავლენის ქვეშ.
2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ორგანო ვალდებულია, შესაბამის დაწესებულებას/ორგანოს წერილობით აცნობოს უარი წარდგენილი კანდიდატისათვის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) გაცემაზ