ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მისაღებად, შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელმა წერილობით უნდა მიმართოს თავდაცვის მინისტრს, რომელშიც:
ა) პირისთვის ფორმა „A“-ს მიხედვით ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მინიჭების მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული უნდა იყოს თანამდებობათა ნომენკლატურით გათვალისწინებული პირის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მონაცემები, თანამდებობა და ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) საჭიროების მიზეზი. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა.ა) კანდიდატის მიერ შევსებული „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარი“ (დანართი №2);
ა.ბ) ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4 სმ);
ა.გ) პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) ცნობა, რომ განაცხადით წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაშვებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან პირველი ფორმის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ცნობებზე ან მეორე ფორმის მიხედვით, სრულიად საიდუმლო ცნობებზე;
ა.ე) კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მიღების პროცედურით გათვალისწინებული შემოწმების თაობაზე;
ბ) ფორმა „B“-ს მოთხოვნის შემთხვევაში – განაცხადში ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა იყოს წარდგენილი შემდეგი ინფორმაცია: კანდიდატის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მონაცემები და დაკავებული თანამდებობა, ასევე ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) საჭიროების მიზეზი (კონკრეტული ღონისძიების დასახელება, ჩატარების ადგილი, დრო და ორგანიზატორის მიერ მოთხოვნილი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების დონე). განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ბ.ა) კანდიდატის მიერ შევსებული „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მიმღები კანდიდატის იდენტიფიცირების კითხვარი“ (დანართი №2);
ბ.ბ) ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4 სმ);
ბ.გ) პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.დ) ცნობა, რომ განაცხადით წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაშვებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან პირველი ფორმის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ცნობებზე ან მეორე ფორმის მიხედვით, სრულიად საიდუმლო ცნობებზე;
ბ.ე) ღონისძიების ორგანიზატორის მიერ გაგზავნილი ოფიციალური მიწვევა მონაწილეთათვის მოთხოვნილი ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების დონის მითითებით და/ან შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი კანდიდატის ღონისძიებაზე მივლინების შესახებ;
ბ.ვ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მისი ინდივიდუალური დაშვების (სერტიფიკატის) მიღების პროცედურით გათვალისწინებული შემოწმების თაობაზ