1. უსაფრთხოების მოთხოვნები და მოქმედებები უნდა განიხილებოდეს სსიტის სიცოცხლის ციკლის ყოველ ეტაპზე იტერაციული მიდგომით, რაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის ორგანიზაციული, საპროცესო და ტექნიკური ხასიათის კონტროლით ჩამოაყალიბოს უსაფრთხოების სპეციალური ზომები.
2. ნატოს საკომუნიკაციო სისტემები და ინფორმაციული ტექნოლოგიები დაცული უნდა იქნეს ეფექტიანად შერჩეული უსაფრთხოების ზომების დაბალანსებული მიდგომით. სსიტების უსაფრთხოების პოლიტიკა, პროცესები, როლები და უსაფრთხოების ზომები უნდა შეესაბამებოდეს და ავსებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პერსონალის უსაფრთხოებას, ფიზიკურ უსაფრთხოებას, ინფორმაციის უსაფრთხოებასა და ინდუსტრიულ უსაფრთხოება