1. სსიტით დამუშავებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის სათანადო დაცვისათვის უნდა განისაზღვროს  უსაფრთხოების  დაბალანსებული ზომები (ფიზიკური, ინფორმაციის, პერსონალისა და სსიტების უსაფრთხოების), რომლებიც უზრუნველყოფენ სსიტის ფუნქციონირების უსაფრთხო გარემოს შექმნასა და უსაფრთხოების შემდეგი მიზნების მიღწევას:

ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციისა და მხარდამჭერი სისტემების სერვისებისა და რესურსების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა ინფორმაციის გაუმჟღავნებლობისა და წვდომის კონტროლით;

ბ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციისა და მხარდამჭერი სისტემების სერვისებისა და რესურსების მთლიანობის უზრუნველყოფა;

გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის,  მხარდამჭერი სისტემების სერვისებისა და რესურსების  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელ სსიტებზე წვდომის მქონე პირების,  მომსახურებისა და  მოწყობილობების იდენტიფიცირების, ავტორიზაციისა და ავთენტურობის საიმედოობის უზრუნველყოფა;

ე) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის არარეპუდირება.

2.  ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია და მისი მხარდამჭერი სისტემების სერვისები და რესურსები დაცული უნდა იქნეს იმ მინიმალური ზომების ერთობლიობით, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ინციდენტებისაგან მათ დაცვას. დამატებითი ზომები უნდა იქნეს მიღებული რისკების შეფასების შედეგად გამოვლენილი ახალი საფრთხეებისა და, გარემოებებიდან გამომდინარე, სისტემის მოწყვლადობის  შემთხვევებში.

3. სსიტის უსაფრთხოების ზომების დარღვევის შემთხვევაში, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო (NSA) უზრუნველყოფს იმ რისკისა თუ ზიანის დონის შეფასებას, რომელიც  ხსენებულმა დარღვევამ  შესაძლოა გამოიწვიოს.

4. უნდა დადგინდეს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემნახველი, დამამუშავებელი და გადამცემი საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, უსაფრთხოების ღონისძიებების სიცოცხლის ციკლი, რომელიც ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის დონის შესაბამისობის იდენტიფიცირებისათვის არის აუცილებელი.

5. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო (NSA) პასუხისმგებელია ამ წესების განხორციელებაზე და უნდა უზრუნველყოს მათი თანმიმდევრული იმპლემენტაცი