ამ  დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მხარდამჭერი სისტემების სერვისები და რესურსები – მომსახურება (სერვისები) და რესურსები, რომლებიც  უზრუნველყოფენ სსიტის უსაფრთხოების მიზნების მიღწევას.  აღნიშნული მოიცავს კრიპტოგრაფიულ პროდუქტებსა და მექანიზმებს, მასალებს, დირექტორიების მომსახურებას, გარემოსდაცვით საშუალებებსა და კონტროლის მექანიზმებს;

ბ) არარეპუდირება – პირის მიერ ინფორმაციის მიღების/გაგზავნის არ/ვერ უარყოფა (ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ციფრული ხელმოწერა);

გ) სიცოცხლის ციკლი (life-cycle) – ინფორმაციის სიცოცხლის ციკლი მოიცავს ინფორმაციის დაგეგმვას, შეგროვებას, შექმნას, ორგანიზებას, გამოთხოვას, გამოყენებას, ხელმისაწვდომობას, გადაცემას, შენახვას, დაცვასა  და საბოლოოდ მის განადგურებას;

დ) უსაფრთხოების აკრედიტაცია – უსაფრთხოების კონკრეტული სისტემის სერტიფიცირება ნიშნად იმისა, რომ სისტემა აკმაყოფილებს ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემის, შენახვისა და დამუშავებისათვის დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს;

ე) უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანო –

ორგანო, რომელიც გასცემს ნებართვას ინფორმაციული სისტემების გამოყენებისათვის;

ვ) ინფორმაციის დამუშავება (handling) – ინფორმაციის  დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მოიცავს ინფორმაციის  მიღებას, შეგროვებას, შექმნას, გამოცემას, მიმოცვლას, გადაცემას, გადაგზავნას, გამრავლებას, შენახვას, დაარქივებას, გაუქმებასა და  განადგურებას;

ზ) აქტივობები –

ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის უსაფრთხოებას,  სანდოობას, საიმედოობასა და დაცვას;

თ) პროტოკოლი – ინსტრუქციის/წესების კრებული, რომლითაც მონაცემების/ინფორმაციის გადაცემის, შენახვის და/ან გამოყენების დროს განისაზღვრება თითოეული ქმედება. კომუნიკაციების პროტოკოლები მოიცავენ ავთენტურობას, ავტორიზაციას, შეცდომის აღმოჩენასა და კორექტირებას;

ი) კრიპტოგრაფია – ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის მეთოდი, რომლის გამოყენებისას ინფორმაცია იცვლება იმგვარად, რომ მისი წაკითხვა შეუძლებელია სპეციალური საშუალების (გასაღების) გამოყენების გარეშე;

კ) კრიპტოგრაფიული საშუალებები და მასალა –

ნებისმიერი სახის კლასიფიცირებული მასალა, როგორებიცაა: კრიპტოგასაღები, კრიპტოინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია, მოწყობილობა ან  აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება კრიპტოგრაფიაში საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საჭიროებს განსაკუთრებული ზომების დაცვას;

ლ) იტერაცია (iteration) –

ბრძანებების განმეორებადი განხორციელება.  იტერაციული მიდგომა გულისხმობს სამუშაოთა შესრულებას მიღებული შედეგების უწყვეტი ანალიზის პარალელურად და სამუშაოს წინა ეტაპების კორექტირებას;

მ) ელექტრომაგნიტური გადაცემა – გადაცემა, რომელსაც ორივე – ელექტრო და მაგნიტური ხასიათი და თვისებები გააჩნია და  სხვასთან ერთად მოიცავს ხილულ სინათლეს, რადიოტალღებს, მიკროტალღურ და ინფრაწითელ გამოსხივება