1. ნატოს კრიპტოგრაფიული მასალის დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი ორგანოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების განყოფილება.
2. ნატოს კრიპტოგრაფიული მასალის დისტრიბუციაზე პასუხისმგებელი ორგანო ახორციელებს ნატოს კრიპტოგრაფიული მასალის მართვას საქართველოში და უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების გატარებას მისი სრული აღრიცხვის, უსაფრთხო გადაცემის, შენახვის, მოხმარების, დისტრიბუციისა და კრიპტომასალის განადგურებისათვის საჭირო პროცედურების განსახორციელებლა