ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის, სერვისებისა და რესურსების დასაცავად უსაფრთხოების თანმიმდევრული ზომები  უნდა იქნეს გატარებული. უსაფრთხოების ზომები მოიცავს:

ა) საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციისა და მხარდამჭერი სისტემის სერვისებისა და რესურსების უსაფრთხოების მიზნების განზრახ ან შემთხვევით დარღვევის გამოვლენას და ამ დარღვევებისაგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას;

ბ) საშუალებას, რომელიც დაადასტურებს ავტორიზებული პირების, მოწყობილობებისა და სერვისების ავთენტურობას. სსიტთან წვდომის მაკონტროლებელი ინფორმაცია და  მასალა დაცული უნდა იქნეს იმ კლასიფიცირებული ინფორმაციის დონის შესაბამისად, რომელზეც სისტემა იძლევა წვდომას;

გ) საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას და მხარდამჭერ სერვისებსა და რესურსებზე წვდომის და გამჟღავნების კონტროლს;

დ) საშუალებებს, რომლებიც დაადასტურებენ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის და მხარდამჭერი სერვისების და რესურსების წარმოშობასა და მთლიანობას;

ე) საშუალებებს, რომლებიც შეინარჩუნებენ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის და  მხარდამჭერი სერვისებისა და რესურსების მთლიანობას და ხელმისაწვდომობას;

ვ) საშუალებას, რომელიც გააკონტროლებს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი სსიტის კავშირებს;

ზ) საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული  ტექნოლოგიების დაცვის მექანიზმების სანდოობის განსაზღვრას;

თ) საშუალებას, რომელიც შეაფასებს და დაადასტურებს საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დაცვის მექანიზმების სათანადო ფუნქციონირებას სისტემის სიცოცხლის ციკლის განმავლობაში;

ი) საშუალებას, რომელიც შეისწავლის მომხმარებლის და საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტივობებს;

კ) საშუალებას, რომელიც კლასიფიცირებული ინფორმაციის გამგზავნს უზრუნველყოფს მიმღების მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურებისა და არარეპუდირების, ხოლო მიმღებს კი გამგზავნის იდენტიფიცირების გარანტიით;

ლ) საშუალებას, რომელიც დაიცავს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას ისეთ ადგილებში, სადაც არ არის უზრუნველყოფილი ფიზიკური უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნებ