1. ბიზნესის უწყვეტობა არის პროცესი, რომელიც განსაზღვრავს საფრთხის შემცველი ქმედებების პოტენციურ გავლენას ორგანიზაციის მიზნებზე. ეს პროცესი შესაძლებლობების ფარგლებში რეაგირებს ორგანიზაციის  მუშაობის შემაფერხებელ მიზეზებზე და მინიმუმამდე  დაჰყავს ისინი.

2. ბიზნესის უწყვეტობის კონტექსტში მნიშვნელოვანია დაინერგოს სსიტის მოქნილობის ხელშემწყობი უსაფრთხოების ზომები, შესაბამისი გეგმებისა და პროცედურების ჩათვლით. ასევე უნდა განისაზღვროს უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და სამუშაო პროცესზე მათი ზეგავლენის ანალიზი, რომელიც გაიწერება ორგანიზაციის სამუშაო პროცესის უწყვეტობის ერთიან  გეგმაში.

3. უსაფრთხოების რისკის შეფასება ავლენს იმ კრიტიკულ ფუნქციებსა და აქტივებს და რისკებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ორგანიზაციის მიზნების მიღწევის შეფერხებები. უნდა განხორციელდეს სამუშაო პროცესზე ამგვარი ფაქტორების ზეგავლენის ანალიზი, რათა დადგინდეს ინციდენტის შედეგად მიღებული პოტენციური დაზიანება ან, დაკარგვის შემთხვევაში, რა ფორმის დაზიანება ან დაზიანების ხარისხი შეიძლება მიიღოს ორგანიზაციამ დროთა განმავლობაში.

4. ბიზნესის უწყვეტობის სრული პროცესი დეტალურად განისაზღვრება ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის ან სათანადო დირექტივების შესაბამისა