1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი სსიტების ურთიერთკავშირი აკრედიტებული და ნებადართული უნდა იქნეს უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანოს მიერ, ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად.

2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი ყველა სსიტი და მათი ურთიერთკავშირი ექვემდებარება უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანოს ან ნატოს მიერ განსაზღვრული ორგანოს მიერ შემდეგი მიმართულებების სანქცირებას:

ა) ურთიერთკავშირის მეთოდი და მომსახურება;

ბ) უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და მართვის მეთოდოლოგიის გამოყენება;

გ) უსაფრთხოების ამოცანების მისაღწევად უსაფრთხოების არქიტექტურისა და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა;

დ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის,  ტექნიკური დოკუმენტაცია.

3. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაცემა ნატოსა თუ სხვა სსიტების საშუალებით, სრულიად საიდუმლო ინფორმაციის ჩათვლით,  პირდაპირი ან კასკადური ურთიერთკავშირით ინტერნეტითა თუ ქსელებით, რომლებიც ჩართულნი არიან საზოგადოებრივ (საჯარო) დომეინში,  უნდა ხორციელდებოდეს შემდეგნაირად:

ა) მკაცრი კონტროლით;

ბ) უნდა ექვემდებარებოდეს უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანოს ან ნატოს მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი ორგანოს მიერ დადგენილ წესებს;

გ) უნდა ექვემდებარებოდეს უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანოს ან ნატოს მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი ორგანოს შეფასებასა და სერტიფიცირებას და/ან უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანოს მიერ დამტკიცებული ნატოს ტექნიკური და აღსრულების დირექტივის მოთხოვნებს;

დ) უნდა ექვემდებარებოდეს მოწყვლადობის პერიოდულ და ფორმალურ  შეფასება