1. კრიპტოგრაფიული პროდუქცია და/ან მექანიზმები, რომლებიც  გადასცემენ, ამუშავებენ ან ინახავენ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას,   უნდა შეესაბამებოდეს  ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებს.

2. NATO SECRET (NS) (სრულიად საიდუმლო), NATO CONFIDENTIAL (NC) (საიდუმლო) ან NATO RESTRICTED (NR) (შეზღუდული სარგებლობისათვის) კლასიფიკაციის დონის ინფორმაციის გადაცემისას დაცული უნდა იქნეს მათი კონფიდენციალურობა ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისი კრიპტოგრაფიული პროდუქციით ან მექანიზმებით.

3. გამონაკლის შემთხვევებში (განსაკუთრებულ ოპერატიულ ვითარებაში), გარდაუვალი ან ფაქტობრივი კრიზისის, კონფლიქტის ან საომარი მოქმედებების დროს, როდესაც ინფორმაციის მიწოდების სიჩქარეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო დაშიფვრის საშუალებები ხელმისაწვდომი არ არის  და ჩაითვლება, რომ გადაცემული ინფორმაციის გამოყენება ვერ მოახდენს უარყოფით გავლენას ოპერაციებზე ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია შეიძლება გადაცემულ იქნეს ღია ტექსტით. თითოეული ასეთი შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს.

4. კრიპტომასალა დაცული უნდა იყოს მისი შესაძლო გამჟღავნების  შედეგად გამოწვეული სავარაუდო ზიანის შესაბამისად.

5. სპეციალური პროცედურები უნდა იქნეს დაცული იმ ტექნიკური ინფორმაციის გაზიარებისას, რომელიც გამოიყენება კრიპტოგრაფიული პროდუქციისა და მექანიზმების შერჩევის, შექმნისა და შესყიდვის რეგულირებისათვი