1. ტერიტორია, სადაც განთავსებულია, მუშავდება ან შესაძლებელია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან წვდომა საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, მოწყობილ უნდა იქნეს კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნების დაცვით.
2. ტერიტორიაზე, სადაც საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიები გამოიყენება NATO CONFIDENTIAL (NC) ან უფრო მაღალი დონის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ასასახად, შესანახად, დასამუშავებლად ან გადასაცემად ან სადაც შესაძლებელია ამგვარ ინფორმაციასთან წვდომა, უნდა დაწესდეს ნატოს I ან II კლასის უსაფრთხოების ზონა.
3. ტერიტორიაზე, სადაც საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიები გამოიყენება NATO RESTRICTED (NR) კლასიფიცირებული ინფორმაციის ასასახად, შესანახად, დასამუშავებლად ან გადასაცემად ან სადაც შესაძლებელია ამგვარ ინფორმაციასთან წვდომა, შესაძლოა დაწესდეს ადმინისტრაციული ზონა
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.05.2017
მუხლი 24. საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფიზიკური უსაფრთხოება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვის მინიმალური სტანდარტები
- მუხლი 18. უსაფრთხოების გასაღებებისა და კოდების კონტროლი
- მუხლი 19. კოდირებული ბოქლომები
- მუხლი 20. უსაფრთხოების კონტეინერები
- მუხლი 21. კოდირებული საკეტები
- მუხლი 22. საკეტების დაცვა
- მუხლი 25. დაცვა მიყურადებისგან
- მუხლი 26. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შემოწმება
- მუხლი 27. ტექნიკურად უსაფრთხო ოთახები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №264, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.019973 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3682129/muxli-24/