1. კოდირებული ბოქლომები უნდა უზრუნველყოფდნენ ფარული ან ძალისმიერი გახსნისაგან დაცვის მაღალ ხარისხს და არ უნდა იძლეოდნენ მათი კომბინაციის ამოცნობის საშუალებას შეგრძნებით, შეხედვით ან ხმით. ბოქლომით აღჭურვილი უსაფრთხოების კონტეინერის გახსნის შემთხვევაში, ბოქლომი სამაგრზევე უნდა ჩაიკეტოს ან მოიხსნას და შენახულ იქნეს კონტეინერში, რათა გამოირიცხოს ღია საკეტთან უნებართვო წვდომის შესაძლებლობა.
2. ბოქლომის მექანიზმი უნდა იყოს საიმედო და უძლებდეს, სულ მცირე, 250 კგ დატვირთვას ისე, რომ არ გაიღოს ან უვარგისი გახდეს შემდგომი გამოყენებისათვის. ბოქლომის ნაწილები ისე უნდა იყოს ერთმანეთში ჩამჯდარი, რომ შეუძლებელი იყოს რაიმე ხელსაწყოთი მის კორპუსში შეღწევა, საკეტის დაშლის ან მისი დისკების ურთიერთგანლაგების დადგენის მიზნით. საკეტის ძალისმიერი გაღების მცდელობის შემთხვევაში, შეუძლებელი უნდა იყოს ზედაპირზე შესამჩნევი ზემოქმედების კვალის დაუტოვებლად მისი რომელიმე ნაწილის ფარულად გამოცვლა.
3. გარე მანძილი ბოქლომის ხუნდის ბოლოებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ-ს, ხოლო ხუნდსა და კორპუსს შორის სივრცე საშუალებას იძლეოდეს, რომ ხუნდები შემოწვდეს 2 სმ-ის დიამეტრის მარყუჟს. თვით ხუნდის კვეთის დიამეტრი არ უნდა იყოს 1 სმ-ზე მეტი. ბოქლომის კორპუსის სიგრძე და სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 7 სმ-ს, ხოლო სიგანე - 3 სმ-ს.
4. ხუნდის ჩამკეტი ბერკეტები ან ღერძი უნდა იყოს ბრინჯაოს, თითბრის ან ფოლადის, ხოლო ხუნდი – გამოწრთობილი ფოლადის. ბოქლომის კორპუსი, ზედაპირი და კოდის ციფერბლატი, მოძრავი დისკები და სხვა შიდა ნაწილები, რომლებიც ექვემდებარება ცვეთას, უნდა იყოს ბრინჯაოს, თითბრის ან თუთიის, ხოლო კოდის კომბინაციის ფარი – გამოწრთობილი ფოლადის. ფუნქციონალურად მოძრავი ყველა ნაწილი, რომელიც გავლენას ახდენს კოდის კომბინაციაზე, უნდა იყოს დამზადებული არამაგნიტური და ბრინჯაოზე თუ თითბერზე არანაკლებ უჟანგავი მასალისაგან.
5. ჩამკეტ ღერძს უნდა იცავდეს არანაკლებ 3 კომბინაციის დისკი და მოძრავი დისკი. კომბინაციის დისკები უნდა იყოს ადვილად შეცვლადი, ხოლო მექანიზმი უნდა გამორიცხავდეს კოდის კომბინაციის ცვლილების შესაძლებლობას არსებული კოდის ცოდნის გარეშე
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.05.2017
მუხლი 19. კოდირებული ბოქლომები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. ვიზიტორთა გადაადგილების უფლება
- მუხლი 14. ტექნიკური და დასუფთავების პერსონალი
- მუხლი 15. სამუშაო და საკონფერენციო ოთახების უსაფრთხოება
- მუხლი 16. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საცავები და დაცული ოთახები
- მუხლი 17. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვის მინიმალური სტანდარტები
- მუხლი 18. უსაფრთხოების გასაღებებისა და კოდების კონტროლი
- მუხლი 20. უსაფრთხოების კონტეინერები
- მუხლი 21. კოდირებული საკეტები
- მუხლი 22. საკეტების დაცვა
- მუხლი 24. საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფიზიკური უსაფრთხოება
- მუხლი 25. დაცვა მიყურადებისგან
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №264, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.019973 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3682129/muxli-19/