1. დაცული ან სამუშაო ოთახების, საცავებისა და უსაფრთხოების კონტეინერების დასაცავად შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ან მექანიკური კოდირებული საკეტები, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოების შესაბამის ხარისხს და აკმაყოფილებდნენ ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებს.
2. კოდირებული საკეტები შესაძლებელია შეიცავდეს ძალისმიერი შეღწევისაგან დამცავ მექანიზმს. აღნიშნული საკეტების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს დაცვას მათი კოდის შეგრძნებით, შეხედვით ან ხმით ამოცნობისაგან.
3. მექანიკური კოდირებული საკეტის მექანიზმი მოთავსებული უნდა იყოს გამძლე ლითონის კორპუსში, რათა გაუძლოს დეფორმაციას ყოველდღიური გამოყენებისას. მექანიზმი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 კომბინაციის დისკისა და მოძრავი დისკისაგან. სამდისკიანი კომბინაციის მექანიზმი არ უნდა იღებოდეს, თუ თითოეული დისკის შესაბამისი ციფრის აკრეფისას ცდომილება აღემატება ციფერბლატის ერთ დანაყოფს. ოთხდისკიანი მექანიზმი არ უნდა იღებოდეს, თუ თითოეული დისკის შესაბამისი ციფრის აკრეფისას ცდომილება აღემატება ციფერბლატის 1-1,5 დანაყოფს. საკეტის ციფერბლატს უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, 100 დანაყოფი
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.05.2017
მუხლი 21. კოდირებული საკეტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. სამუშაო და საკონფერენციო ოთახების უსაფრთხოება
- მუხლი 16. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საცავები და დაცული ოთახები
- მუხლი 17. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვის მინიმალური სტანდარტები
- მუხლი 18. უსაფრთხოების გასაღებებისა და კოდების კონტროლი
- მუხლი 19. კოდირებული ბოქლომები
- მუხლი 20. უსაფრთხოების კონტეინერები
- მუხლი 22. საკეტების დაცვა
- მუხლი 24. საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფიზიკური უსაფრთხოება
- მუხლი 25. დაცვა მიყურადებისგან
- მუხლი 26. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შემოწმება
- მუხლი 27. ტექნიკურად უსაფრთხო ოთახები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №264, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.019973 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3682129/muxli-21/