1. ოფისები და სივრცეები, რომლებშიც რეგულარულად განიხილება NATO SECRET (NS) და უფრო მაღალი დონის კლასიფიცირებული ინფორმაცია, უნდა იყოს დაცული პასიური და აქტიური მიყურადების საფრთხისგან. რისკის გამოვლენის საკითხს წყვეტს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი შესაბამის ტექნიკურ სამსახურთან კოორდინირებით.
2. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნება არასაიმედო საკომუნიკაციო სისტემებიდან ან პირდაპირი (ფიზიკური) მიყურადება ან უნებლიე ელექტრომაგნიტური გამოსხივება შესაძლოა, თავიდან იქნეს აცილებული ამავე მუხლის მე-3 პუნქტში მოყვანილი ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით და ასევე აღნიშნულ ზონაში ხმაგაუმტარი კედლების, კარების, იატაკისა და ჭერის მოწყობით.
3. სადენიანი მიკროფონების, რადიო-მიკროფონების ან სხვა ჩამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნების აღსაკვეთად, უნდა ჩატარდეს ოთახის ტექნიკური და ფიზიკური შემოწმება, რომელიც მოიცავს შენობის კონსტრუქციის, ელექტროგაყვანილობის, ავეჯის, ინვენტარის, ოფისის მექანიკური და ელექტრონული მოწყობილობებისა და საკომუნიკაციო საშუალებების საიმედოობის შეფასებას. აღნიშნული ტესტირება უნდა განახორციელონ შესაბამისმა ტექნიკურმა სამსახურებმა, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმებით
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.05.2017
მუხლი 25. დაცვა მიყურადებისგან
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. უსაფრთხოების გასაღებებისა და კოდების კონტროლი
- მუხლი 19. კოდირებული ბოქლომები
- მუხლი 20. უსაფრთხოების კონტეინერები
- მუხლი 21. კოდირებული საკეტები
- მუხლი 22. საკეტების დაცვა
- მუხლი 24. საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფიზიკური უსაფრთხოება
- მუხლი 26. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შემოწმება
- მუხლი 27. ტექნიკურად უსაფრთხო ოთახები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 25, №264, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.019973 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3682129/muxli-25/