1. ტექნიკური და დასუფთავების პერსონალის უსაფრთხოების ზონაში შესვლა დასაშვებია ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან შესაბამისი დონის ინდივიდუალური დაშვების მქონე ზედამხედველის, ქვერეგისტრზე პასუხისმგებელი პირის ან დაცვის სამსახურის წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ.
2. ტექნიკურ პერსონალს, რომელიც ახორციელებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკურ და/ან პროგრამულ უზრუნველყოფას, უნდა გააჩნდეს შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება და გავლილი ჰქონდეს სპეციალური ინსტრუქტაჟი