1. განათება წარმოადგენს არაუფლებამოსილი შეღწევისათვის მაღალი დონის დამაბრკოლებელ ფაქტორს. იგი აუცილებელია დაცვის სამსახურისთვის პირდაპირი ან ვიდეოთვალის საშუალებით ობიექტის მეთვალყურეობისათვის. განათების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ვიდეოთვალის მინიმალურ მოთხოვნებს და მისი დამონტაჟება უნდა მოხდეს შესაბამის ადგილებში, ტერიტორიის პირობებიდან გამომდინარე.
2. საიმედო კონტროლის განხორციელების მიზნით, ოფისის მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელი დერეფანი მუდმივად უნდა იყოს განათებული