1. უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების განყოფილება.
2. ნატოს უსაფრთხოების აკრედიტაციის ორგანო პასუხისმგებელია:
ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავებისათვის გამოყენებული საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკრედიტაციაზე;
ბ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების აკრედიტაციაზე;
გ) იმ ეროვნული საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების სანქცირებასა და კონტროლზე, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა, დამუშავება და გადაცემ