1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება მსხვილ მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა ვაჭრობს თუ არა ეს  მომხმარებელი ორგანიზებულ ბაზარზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სისტემის ოპერატორის მიერ მსხვილი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება შეიძლება განხორციელდეს ბაზრის ოპერატორის ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით გათვალისწინებული სათანადო შეტყობინების საფუძველზე.

3. თუ მსხვილმა მომხმარებელმა განაცხადა ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, აღნიშნული უნდა შესრულდეს სისტემის ოპერატორის მიერ, ბაზრის ოპერატორისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე. ასეთ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია აღნიშნული შეტყობინების მიღებისთანავე (თუ აღნიშნული შეტყობინება ორგანიზებულ ბაზარზე გადასვლის სხვა თარიღს ითვალისწინებს – გადასვლის დღეს), აიღოს მრიცხველის ჩვენება და დაფიქსირებული ჩვენება, ამ აღრიცხვის კვანძის სხვა მონაცემებთან ერთად გაუგზავნოს ბაზრის ოპერატორს, გადაცემის სისტემის ოპერატორს, ბაზრის ოპერატორს და აღნიშნულ მომხმარებელს.

4. მსხვილი მომხმარებლის მიერ ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის  შემთხვევაში, ბუნებრივი გაზით მომარაგების და მომსახურების შეწყვეტის პირობები და პროცედურები რეგულირდება შესაბამისი ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და განაწილების ხელშეკრულებით.

5. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია,  მსხვილი მომხმარებლის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ სისტემის ოპერატორის მიერ დაცულია ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადაუხდელობაზე, ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტის პირობები და პროცედურებ