2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მსხვილფეხა საქონელი და ღორი:
ა) ექვემდებარება:
ა.ა) იდენტურობის შემოწმებას;
ა.ბ) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ კლინიკურ შემოწმებას გაგზავნამდე 24 საათის განმავლობაში და არ უნდა ავლენდეს დაავადების კლინიკურ ნიშანს;
ბ) არ უნდა იყოს ისეთი სადგომიდან ან არეალიდან, რომელიც ჯანმრთელობის თვალსაზრისით ექვემდებარება ისეთ აკრძალვას ან შეზღუდვას, რაც ზეგავლენას ახდენს შესაბამის სახეობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) იდენტიფიცირებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
დ) არ უნდა იყოს შეზღუდვას დაქვემდებარებული გადამდები ან ინფექციური დაავადების აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში და ამ პროგრამის ფარგლებში დაკვლისთვის განკუთვნილი;
ე) უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 და მე-5 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებ