ა) იმყოფებოდეს წარმოშობის სადგომზე სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ბოლო 30 დღე, ან თუ ცხოველის ასაკი 30 დღეზე ნაკლებია - დაბადებიდან.  სახელმწიფო ვეტერინარი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  საიდენტიფიკაციო ნომრისა და ოფიციალური ჩანაწერების საფუძველზე უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველები აკმაყოფილებენ აღნიშნულ პირობას და ამასთან,  წარმოშობილია  ქვეყანაში ან  იმპორტირებულია  სხვა ქვეყნიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ბ)  იმპორტირებული ცხოველები, რომლებიც დანიშნულების ადგილზე ჩაყვანამდე და შემდგომ გადაადგილებამდე  აკმაყოფილებენ ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ  იქნებიან გადაყვანილი ჯოგში, ვიდრე იმ სადგომზე პასუხისმგებელი ვეტერინარი არ დაადასტურებს, რომ არ არის მოსალოდნელი სადგომის ჯანმრთელობის სტატუსს შეექმნას საფრთხე  ამ ცხოველების მიერ;

გ) თუ სადგომზე ცხოველის შემოყვანა მოხდება სხვა  ქვეყნიდან და არ მოხდება შემოყვანილი ცხოველის იზოლირება სადგომზე მყოფი სხვა ცხოველებისგან, დაუშვებელია ამ სადგომში არსებული ცხოველებით ვაჭრობა ცხოველის შემოყვანიდან 30 დღის განმავლობაში.

დ) ტრანზიტად მყოფი ცხოველი  ავტორიზებულ შემკრებ ცენტრში არ უნდა დარჩეს 6 დღეზე მეტ ხანს.

2. სანაშენე ან სასურსათო დანიშნულების მსხვილფეხა საქონელი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3-მე-5 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) წარმოშობილი უნდა იყოს  ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი მსხვილფეხა საქონლის ჯოგიდან და ექვს კვირაზე მეტი ასაკის ცხოველების შემთხვევაში, უარყოფითად რეაგირებდეს კანშიდა ტუბერკულინის ტესტზე, რომელიც ჩატარებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-12-23-ე პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად წამოშობის ჯოგის ან შემკრები ცენტრის დატოვებამდე ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ არანაკლებ 30 დღის განამვლობაში. ტუბერკულინის აღნიშნული კანშიდა ტესტი არ მოითხოვება, თუ ცხოველის წარმოშობის ადგილია ტუბერკულოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი ან თუ ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში დანერგილია საზედამხედველო ქსელი;

ბ) არაკასტრირებული ცხოველის შემთხვევაში, რომელიც წარმოშობილია  ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალი მსხვილფეხა საქონლის ჯოგიდან და არის 12 თვეზე მეტი ასაკის, ბრუცელების რაოდენობა უნდა იყოს აგლუტინაციის 30 საერთაშორისო ერთეულზე (IU) ნაკლები თითოეულ მილილიტრზე სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტის (ან ნებისმიერი სხვა აღიარებული ტესტის) ჩატარებისას. აღნიშნული ტესტი ჩატარებული უნდა იქნეს წარმოშობის ჯოგის დატოვებამდე არანაკლებ  30 დღის განმავლობაში და შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-2-მე-19 პუნქტებით  განსაზღვრულ მოთხოვნებს. სისხლის შრატის აგლუტინაციის ტესტი (ან ნებისმიერი სხვა აღიარებული ტესტი)  არ მოითხოვება, თუ ცხოველის წარმოშობის ადგილია  ბრუცელოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი  ან თუ ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში დანერგილია საზედამხედველო ქსელი;

გ) წარმოშობილი უნდა იყოს  მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგიდან და 12 თვეზე მეტი ასაკის ცხოველის შემთხვევაში, უარყოფითად რეაგირებდეს ტესტზე, რომელიც ჩატარებულია წამოშობის ჯოგის დატოვებამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ტესტი არ მოითხოვება, თუ ცხოველის წარმოშობის ადგილია მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისგან ოფიციალურად თავისუფალი ქვეყანა ან ქვეყნის ნაწილი ან თუ ქვეყანაში ან ქვეყნის ნაწილში დანერგილია საზედამხედველო ქსელი;

დ) წარმოშობის სადგომის დატოვებასა და დანიშნულების ადგილზე ჩაყვანას შორის პერიოდში, არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი იმ მსხვილფეხა საქონელთან, რომელიც აკმაყოფილებს მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს;

ე) ამ პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტესტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს არ უნდა დაექვემდებარონ 30 თვეზე ნაკლები ასაკის, ხორცის წარმოებისათვის განკუთვნილი ის მსხვილფეხა საქონელი:

ე.ა) რომელიც არის ტუბერკულოზის, მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისა და ბრუცელოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი  სადგომიდან ან ის ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

ე.ბ) რომელსაც თან ახლავს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი N3-ით განსაზღვრული ცხოველთა ჯანმრთელობის  სერტიფიკატი;

ე.გ) რომელიც დაკვლამდე რჩება დაკვირვების ქვეშ;

ე.დ) რომელიც ტრანსპორტირებისას არ იმყოფებოდა კონტაქტში იმ მსხვილფეხა საქონელთან, რომელიც არ არის ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გასაზღვრული დაავადებებისგან ოფიციალურად თავისუფალი ჯოგიდან, ამასთან სააგენტო იღებს ყველა საჭირო ზომას ადგილობრივი ჯოგების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად და მოქმედებს ნიმუშების შემთხვევითი შერჩევის, ინსპექტირებისა და კონტროლის სხვა მექანიზმების სათანადო სისტემა, რომელიც შექმნილია ამ ტექნიკური რეგლამენტის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად.

3. დასაკლავად განკუთვნილი მსხვილფეხა საქონელი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3-მე-5 მუხლებით  განსაზღვრულ  მოთხოვნებთან ერთად, წარმოშობილი უნდა იყოს ჯოგიდან, რომელიც ოფიციალურად თავისუფალია როგორც ტუბერკულოზისაგან, ასევე მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან და არაკასტრირებული  მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში,  ბრუცელოზისგან.

4. დასაშვებია მსხვილფეხა საქონლის დაკვლა იმ ჯოგიდან, რომელიც არ არის ტუბერკულოზისაგნ, ბრუცელოზისაგან და მსხვილფეხა საქონლის ენზოოტიური ლეიკოზისაგან ოფიციალურად თავისუფალი, იმ პირობით, რომ  ისინი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებ