1. ტექნიკური რეგლამენტი ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ვრცელდება მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე და არ მოიცავს „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ღორის კლასიკურ ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ (დანართი №6) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარეული ღორებით ვაჭრობას.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
ამ გვერდის მოკლე შერჩევაში გადაწყვეტილებები არ არის — სრულ ინდექსში შეიძლება იყოს.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 9. მსხვილ გადამხდელთა ოფისი— საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 4— საბჭოს 1977 წლის 13 დეკემბრის დირექტივა 78/52/EEC, რომელიც გაერთიანებისათვის აწესებს საქონელში ბრუცელოზის, ტუბერკულოზის და ენზოოტური ლეიკოზის დაჩქარებული წესით აღმოფხვრის ეროვნული გეგმების კრიტერიუმებს
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №584, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020294 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3972520/muxli-1-2/